კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი

9
შემთხვევის ადგილას გადაუდებელი დახმარების სამსახურები ჯერაც მუშაობენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საბავშვო ბაღის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ლურჯ ფორმაში ჩაცმული ადამიანების სავარაუდო ცხედრები. ვერტმფრენის დიდი ნაწილი როგორც ჩანს, იქვე მდგომ ავტომობილსაც დაეცა.

10
პოლიციის მეთაურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე, ივჰენი იენინი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც მათთან ერთად უკრაინის სამაშველო სამსახურის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ.
Facebook Forum