ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობიანი მოლაპარაკებები კოლუმბიაში


ხუან მანუელ სანტოსმა კოლუმბიის რევოლუციის შეიარაღებულ ძალებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო

კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებით, მან ქვეყნის მეამბოხეთა მთავარ ჯგუფთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და სულ მალე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომს დაასრულებს.

ხუან მანუელ სანტოსმა კოლუმბიის რევოლუციის შეიარაღებულ ძალებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განცხადება ორშაბათს სახელმწიფო ტელევიზიის არხზე გააკეთა. მოგვიანებით საინფორმაციო საშულებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნორვეგიის დედაქალაქში ოქტომბერში დაიწყება.

სანტოსის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება და დაპირისპირება სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კოლუმბიის სიდიდით მეორე მეამბოხეთა დაჯგუფებამ ეროვნული გამათავისუფლებელმა არმიამ გამოთქვა სურვილი მოლპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.
XS
SM
MD
LG